ალექსანდრე მაკედონელი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ალექსანდრე მაკედონელის ინტრიგებში გაწაფული დედა – ოლიმპიადა ეპირელი, აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში, რაც არა მხოლოდ მაკედონელ დიდებულებში იწვევდა უკმაყოფილებას, არამედ თვით ალექსანდრეშიც კი. (ავტორი გენია.ჯი) და მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ვერ იტანდა დედის აქტიურ ჩარევას სახელმწიფო საქმეებში, მშობლის უსაზღვროდ მოყვარული ვაჟი მაინც თავს იკავებდა მშვენიერი ოლიმპიადას განაწყენებისაგან. თუმცა კი მწარე სიცილით იტყოდა ხოლმე – „დედაჩემს მე მუცლად ათი თვე შევრჩი და ახლა იმ ათი თვის ბინის ქირას ძალინ ძვირად მახდევინებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)