თეოდორ დრაიზერი – „ეპიზოდი”

1927 წელს საბჭოთა კავშირი დიდი ზარ ზეიმით აღნიშნავდა ოქტომბრის რევოლუციის 10 წლისთავს. სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად, „წითელი იმპერიის” ხელისუფლების მიწვევით მოსკოვს გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - თეოდორ დრაიზერიც (1871-1945 წლები) სტუმრობდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი განსაკუთრებული გაოცება საბჭოეთის დედაქალაქში აღმართულმა ლენინის უამრავმა ძეგლმა გამოიწვია. სსრკ-ში დრაიზერი ორი თვის განმავლობაში დარჩა. სამშობლოში დაბრუნებულმა ლიტერატორმა კი აწარმოა დღიური, რომელშიაც ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად რამდენიმე მრავლისმეტყველი და სახალისო ჩანაწერიც გააკეთა. აი ერთ-ერთი მათგანი: „ლენინი. ვფიქრობ, რომ იგი მსოფლიოს ახალი გმირია. და თუ ოდესმე მსოფლიო პროლეტარიატის დიქტატურაზე გადავა, ხოლო მე ვვარაუდობ, რომ აუცილებლად გადავა, მაშინ ბელადის დიდებას დედამიწაზე საზღვარი არ ექნება. რუსეთი კი უკვე ვეღარ უმკლავდება მის დიდებას. კიდევ ერთი ვაშინგტონი. კიდევ ერთი კრომველი. ლენინის ქანდაკებები და პორტრეტები იმდენად ბევრია საბჭოეთში, რომ ისინი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან. მარტო მოსკოვში ისე მრავლადაა მისი ძეგლები და სტატუეტები, რომ, გეჩვენება, თითქოს, ისინი მოსახლეობის დამატებით ნაწილს წარმოადგენდნენ. მაგალითად ასე: მოსკოვის მოსახლეობა ლენინის ქანდაკებების გარეშე 2 მილიონი ადამიანია, ბელადის ქანდაკებების ჩათვლით კი იგი სამ მილიონს უტოლდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>