ისააკ ლევიტანი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტი მხატვრის – ისააკ ლევიტანის (1860-1900 წლები) ბიოგრაფები ყოველთვის უსვამდნენ ხაზს ხელოვანის ერთობ ეჭვიან ხასიათს. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში, თუ მანდილოსნების მოტრფიალე ლევიტანს რომელიმე ქალი ჩაუვარდებოდა გულში, მას უმალვე „მწვანეთვალება ურჩხული” ესტუმრებოდა ხოლმე. ეს კი იმის მაუწყებელი იყო, რომ მას ეწყებოდა – საშინელი ეჭვიანობა. ამიტომაც სდევდა იგი მათ დღედაღამ ფეხდაფეხ, რაც თავის მხრივ, დიდ გაღიზიანებას იწვევდა მხატვრის სატრფოებში. ლევიტანის ეჭვიანი ხასიათის შესახებ კარგად უწყოდნენ მისმა მეგობრებმაც. ისინი დაწრმუნებული იყვნენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ისააკს ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო. მას შემდეგ, რაც სახელგანთქმულმა რუსმა მწერალმა – ანტონ ჩეხოვმა კუნძულ სახალინზე იმოგზაურა (სადაც გადასახლებაში მყოფი კატორღელები იხდიდნენ სასჯელს), დაწერა წიგნი სახელწოდებით – „სახალინი”. ერთ-ერთი ეგზემპლარი ახლად დაბეჭდილი წიგნისა ანტონმა თავის მეგობარს – ისააკ ლევიტანს აჩუქა და იცოდა რა, მისი ეჭვიანი ხასიათის შესახებ, წიგნის ყდაზე ხუმრობით შემდეგი სახის გამაფრთხილებელი წარწერა გააკეთა: „ჩემო მეგობარო, თუკი თქვენ ჩაიდენთ მკვლელობას ეჭვიანობის ნიადაგზე, სწორედ რომ ამ ღმერთისაგან მოძულებულ ნახევარკუნძულზე მოხვდებით უეჭველად”. – (ავტორი გენია.ჯი)