„ხალხის მეგობარი” – (გზა გილიოტინისაკენ)
„რევოლუციის ყველაზე სახელგანთქმული რადიკალური გაზეთი”. – ასეთი ეპითეტით იყო შემკული საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის – ჟან პოლ მარატის მიერ 1789 წლის 12 სექტემბერს დაარსებული მეტად უცნაური და ამასთანავე, ამაღელვებელი სახელწოდების მქონე გაზეთი – „ხალხის მეგობარი”. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ეს იყო გაზეთი, რომლის უშუალო „თანამონაწილებით” ასეულობით უდანაშაულო ადამიანი მირეკეს გილიოტინიბზე და თავები დააყრევინეს. თავდაპირველად, გაზეთი რვა გვერდიანი იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად იმატა როგორც მისმა პოპულარობამ დაბალი ფენის მოსახლეობაში და ტირაჟმა, ასევე გვერდების რაოდენობამაც. შედეგად იგი 16 გვერდიანი გახდა. თავისი უკომპრომისო ხასიათით ცნობილი მარატი სწორედ რომ ამ გაზეთის საშულებით აქვეყნებდა „ხალხის მტერბის” „შავ სიებს” და ხელისუფლებასა და მოსახლეობას მათი დაკავებისაკენ, ხშირად კი სიკვდილით დასჯისკენაც მოუწოდებდა. იაკობინელთა გავლენიან ლიდერს, რომელიც რობესპიერთან და დანტონთან ერთად განაგებდა იმ ეპოქის საფრანგეთის ბედს, ამ მეთოდით ფაქტობრივად განაჩენი გამოჰქონდა სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ გაუსამართლებელ ადამიანებზე. ეს ღვარძლით აღსავსე კაცი იმდენად დიდი გავლენით სარგებლობდა ხელისფლებასა და ხალხში, რომ, მის მიერ „შავ სიაში” შეტანილი ხალხის ნაწილს ქვეყნის კონვენტი (პარლამენტი) სჯიდა სიკვდილით, ხოლო ნაწილს კი თავად მოსახლეობა უსწორდებოდა სადისტურად. გამძვინვარებული ბრბო თვითგასამართლებას უწყობდა უდანაშაულო ადამიანებს და მათ სიცოცხლეს ასალმებდნენ. ასალმებდნენ ყველას, ვისაც კი რევოლუციისა და „ხალხის მტრად” ასახელებდა „ხალხის მეგობარი” გაზეთი. მარატის გაზეთის ენა – ტერორის ენად იქცა ქვეყანაში.
თავის დროზე „ხალხის მეგობრის” რევოლუციონერი რედაქტორი ეცადა, სათავეში ჩადგომოდა ესპანეთის სამეფო აკადემიას, თუმცა უარი მიიღო. ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენჯერმე მიიღო უარი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერაც. (ავტორი გენია.ჯი) ამ გარემობებმა მას მეცნიერებისადმი განსაკუთრებული სიძულვილი შესძინა. შესძინა და ბევრი ფრანგი მეცნიერიც იმსხვერპლა. მათ შორის თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი გენიალური ფრანგი სწავლული – ანტუან ლორან ლავუაზიე. „რევოლუციის შემდეგ მე სიხარულით გამოვიყენე შესაძლებლობა სრული გამარჯვება მომეპოვებინა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის იმ წევრებზე, რომლებმაც თავის დროზე უარმყვეს მე”. – ეს თავად მარატის სიტყვებია. ის სიტყვები, რაც მის ბოღმიან და შურისმაძიებელ ხასიათზე შესანიშნავად მეტყველებს. ჟურნალისტი მარატი ძალაუფლების მოყვარე სასტიკ მარატად იქცა და შეეწირა კიდეც მას ერთ-ერთი თავისი საყვარელი მოსწავლის – შარლოტა კონდეს ხელით.
გაზეთი „ხალხის მეგობარი”, რომელსაც საზოგადოების ნაწილმა – „გზა გილიოტინისაკენ” უწოდა, 1793 წლის 12 სექტემბერს ანუ, ჟან-პოლ მარატის მკვლელობის დღემდე გამოიცემოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-პოლ მარატი