კალისთენე – „ეპიზოდი”

„უკეთუ ხალხში დამკვიდრდება უთანხმოება, არამზადები იდროვებენ, აღზევდებიან”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ ალექსანდრე მაკედონელის სიბრძნით სახელგანთქმული ჟამთააღმწერელი – კალისთენე (ძვ.წ.აღ-ით 360-328 წლები). თავისი პირდაპირობით ცნობილი ის ჟამთააღმწერელი, რომელმაც ჰერმოლაოსის მიერ დასმულ კითხვაზე გულახდილი პასუხის გაცემით, ისევ საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. მისი სიბრძნე ალექსანდრე დიდს თავდაპირველად ხიბლავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ერთგვარ ოპოზიციაში ჩაუდგა თავისი მართალი სიტყვით მსოფლიო მპყრპობელს, უმალვე რისხვის ობიექტად და განტევების ვაცად იქცა. ალექსანდრეს წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში ბრალდებულ კალისთენეს ერთადერთი სიტყვის საფუძველზე გამოუტანეს განაჩენი. შეთქმულების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰერმოლაოსმა მას ჰკითხა, როგორ შეიძლება, ადამიანმა დიდი სახელი მოიხვეჭოსო, რაზეც კალისთენესაგან შემდეგი პასუხი მიიღო – „როგორ და, ფრიად სახელგანთქმული ადამიანის მოკვლითო”. სწორედ ამ სიტყვით ისარგებლა ალექსანდრემ და კალისთენეს მტრებმა და იგი საშინელ აღსასრულს მისცეს.

მაკედონელის აღმზრდელი, გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – არისტოტელე კარგად იცნობდა კალისთენეს და, როდესაც მისთვის ცნობილი გამხდარა ზემოაღნიშნული ისტორია, ერთმნიშვნელოვნად შეუნიშნავს: „ – კალისთენე მჭერმეტყველებით მართლაც დიდი და მძლავრი იყო, მაგრამ ჭკუა დიახაც აკლდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>