Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„მსოფლიოს დამწიოკებელნი და სისხლმაქცევარნი დღემდე, „ისტორიის ნებიერნი” ყოფილან: ისტორიკოსი, მწერალი, თუ საერთოდ ყოველი „რჯულის” კალმოსანი, ძველთაგანვე, ისე თავდავიწყებით ეტანებოდა ამ მსოფლიო სისხლში მობანავე „მსოფლიო მპყრობელთა” თავგადასავლებს, როგორც დამპალ ლეშს მშიერი სვავი. ამიტომ არც ერთ სოფოკლეზე, არისტოტელეზე, არქიმედეზე და ლეონარდოზე არ დაწერილა იმდენი ფოლიანტი, რამდენიც ალექსანდრე მაკედონელზე, კეისარზე, ჩინგიზ ყაენზე და ნაპოლეონზე, ანუ საერთოდ – მსოფლიო ისტორიაში არც ერთ დიდ მეცნიერსა და ხელოვანზე არ დახარჯულა იმდენი საწერანი, რამდენიც ადამიანთა გვამებზე აღზევებულ „მსოფლიო მპყრობელებზე”.