პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”
„იგი ჩვენგან ერთადერთ რამეს მოითხოვდა – არასოდეს გადაგვეკვეთა მასთან ურთიერთობაში საზღვრები. პატარაობიდანვე შთაგვინერგა უფროსებისადმი პატივისცემა. გვასწავლა ისიც, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია, და, რომ, ქუჩის მაწანწალისთვისაც ისეთივე პატივი უნდა მიგვეგო, როგორსაც მისიე დეჟერმენს, ლიონის ბანკის მმართველს მივაგებდით”. – ეს სიტყვები სახელოვანი მამის, გენიალური ფრანგი მხატვრის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) შესახებ მისმა ვაჟმა – ჟან რენუარმა დაწერა მემუარებში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ მემუარებში სხვა უამრავ საინტერესო ფაქტთან ერთად, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ვაჟი მამის თვისებების შესახებაც წერს. იგი გულწრფელად აღიარებს, რომ ოგიუსტი ძალიან ეკონომიური კაცი იყო. იგი იმდენად ეკონომიური კაცი იყო, რომ შესაძლოა მისი ბიოგრაფიის არ მქონეს ძუნწადაც კი მოეჩვენოს. იმ შემთხვევაში, თუ იგი ბუხართან მარტო თბებოდა, შეშის ეკონომის მიზნით, ბუხრიდან თავის ვაჟებს ერთ ან ორ ღერ შესას აღებინებდა. ასევე იქცეოდა იგი ქვანახშირის ღუმელთან მიმართებაშიც. სამაგიეროდ, იგი მაქსიმალურად აღვივებდა ცეცხლს ბუხარსა თუ ღუმელში მაშინ, როდესაც ზამთრის სუსხიან დღეებში მენატურე ქალებს მოიწვევდა თავის სახელოსნოში სურათების დახატვის მიზნით. თუმცა, როგორც მხატვრის ვაჟი გვამცნობს, ამის მოტივი ოგიუსტის გულკეთილობა კი არ იყო, არამედ შიში იმისა, რომ ხატვის პროცესში მენატურე ქალი სიცივის გამოისობით სათანადო პოზირებას ვერ გაუწევდა.
ეკონომიას რენუარი სხვა საკითხებშიც იჩენდა. ასე მაგალითად: სანამ ფეხზე სიარული ძალუძდა, გადაადგილებისათვის თითქმის არასოდეს ქირაობდა ფიაკრს (ცხენებშებმულ ეტლს). ამასთან ერთად, ოგიუსტს საშინელი სიძულვილი გააჩნდა ყოველგვარი იაფფასიანი ნივთის მიმართ. მისი აზრით საათი მხოლოდ ოქროსა და ვერცხლისაგან უნდა ყოფილიყო დამზადებული. მხატვარი არაფრად აგდებდა ნიკელის ნაკეთობებს, ხოლო ბროლს, თავისი უნაკლო სისუფთავისა და გამჭირვალეობის გამო, – ვულგარულ მინერალად მიიჩნევდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან რენუარი