იცით თუ არა, რომ?!
1. ალექსანდრე მაკედონელმა თავისი ჯარის რიგებში მყოფი უკმაყოფილო ჯარისკაცებისაგან ჩამოაყალიბა ერთი საჯარისო შეანერთი, რომელსაც სახელად – „ტაგმა ატაკტონ”, ანუ – „უწესრიგოთა რაზმი” უწოდა. იმისათვის, რომ ამ ანარქისტ ჯარისქაცებს სხვა, ჯანსაღი საომარი ძალებიც არ აეყოლიებინათ, მათზე უმკაცრესი ზედამხედველობა იყო დაწესებული. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მშვიდი გარემოთი გამორჩეულ გერმანულ ქალაქ – ბონს, რომელიც გასულ საუკუნეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა, გამოჩენილმა გერმანელმა ექსპრესიონისტმა მხატვარმა – ავგუსტ მაკემ – „პენსიონერების ქალაქი” უწოდა.
* * *
3. ვარდნილი მეტეორიტი წამში სამოცი კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. ატმოსფეროში ფრენის დროს, იგი იშლება ბრჭყვიალა ნაწილაკებად – მეტეორიტულ მტვრად. დიდი მეტეორიტები ძალიან იშვიათად აღწევენ მიწის ზედაპირს, მაგრამ დღეში დაახლოებით 1 000 ტონა მეტეორიტის მტვერი აცვივა დედამიწას.
* * *
4. გასული საუკუნეების გერმანიაში, გათხოვილ მოახლეს – „კამერფრაუ”-ს, ხოლო გაუთხოვარ მოახლეს კი – „კამერიუნგფერ”-ს უწოდებდნენ.
* * *
5. აფრიკის კონტინენტზე მაცხოვრებელ ხალხში – ბუშმენებში, სიტყვები „დილა” და „საღამო” არ არსებობს. ამბობენ მხოლოდ: „მზე ამოვიდა” და „მზე ჩავიდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ელინიზმმა მსოფლიოს სამი ათასამდე სახელოვანი ხელოვანი და მეცნიერი მისცა.
* * *
7. მიდიელები გლოვის ნიშნად არა მხოლოდ თავად იკრეჭდნენ თმას, არამედ ფაფარს აკრეჭდნენ ცხენებსაც.
* * *
8. ბუნების ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილება – ვარდი, პირველად მოხსენიებული იქნა ჩვ.წ.აღ-მდე XII საუკუნეში.
* * *
9. ნარიყალას ციხეს ძველად – „შურის ციხედ” მოიხსენიებდნენ.
* * *
10. „მუსიკის დელაკრუად” წოდებული გენიალური ფრანგი კომპოზიტორი – ჰექტორ ბერლიოზი, მუსიკალური საკრავის – კლარნეტის შესახებ ამბობდა: „კლარნეტები შეყვარებული ქალებიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)