„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„თუნგი ღვინო გავარვარებულ შანთზე უკეთ ამოადგმევინებს კაცს ენას…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც ოცნებობს სურნელოვანი ხილით დატკბეს, დაუფიქრებლად არ უნდა მოუთხაროს ძირი ხეს…”

* * *

„შეძენილი გამოცდილება სიფრთხილეს მასწავლის”.

* * *

„არ არის ისეთი დასაწყისი, რომელსაც ბოლო არა ჰქონდეს”.

* * *

„სიბრძნე გვიკარნახებს, დაპირება სინდისზე ძვირფასიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიცოცხლისაგან შეიძლება განთავისუფლდე, სიკვდილისაგან კი – ვერა”.

* * *

„არ შეიძლება ბრმა გულქვაობის აყოლა”.

* * *

„როცა მდინარის სიღრმე იცი, არასოდეს არ დაიხრჩობი”.

* * *

„ცხოვრებაში ზედმეტი არა არის რა”.

* * *

„ყანა ყოველთვის ორ ნაპირზე დათესე: ერთს თუ წყალი წალეკავს – მეორე გადარჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება