იცით თუ არა, რომ?!
1. ადამიანმა ღორი პირველად ჩინეთში მოიშინაურა ჩვ.წ.აღ-მდე მერვე ათასწლეულში. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულის ინგლისში მაჯისა და ჯიბის საათები ფუფუნების საგნებად მიიჩნეოდნენ. და, რადგანაც ისინი ფუფუნების საგნებს წარმოადგენდნენ, მათი მფლობელები ვალდებული იყვნენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული სპეციალური გადასახადი გადაეხადათ. აღნიშნული გარემოების გამო იმ პერიოდში მაჯისა და ჯიბის საათები ნისლიან ალბიონზე პოპულარობით არ სარგებლობდნენ.
* * *
3. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 7 წლის განმავლობაში ეროვნებით რუსი კომპოზიტორი – მსტისლავ როსტოპოვიჩი ხელმძღვანელობდა.
* * *
4. გენიალური ინგლისელი მწერალი – ჯორჯ ორუელი გარდა ლიტერატურული ქმნილებებისა, ლექსებსაც წერდა. სულ მის კალამს 16 ლექსი მიეკუთვნება.
* * *
5. მიქელანჯელო ბუონაროტი პირველი მხატვარი და მოქანდაკე იყო ხელოვნების ისტორიაში, ვისი ბიოგრაფიაც მისივე სიცოცხლეში იქნა დაწერილი და გამოქვეყნებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა – იოჰან შტრაუსმა (შვილი), თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, საერთო ჯამში, – 496 მუსიკალური ნაწარმოები დაწერა.
* * *
7. ცეკვის საერთაშორისო დღე – 1982 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 29 აპრილს აღინიშნება.
* * *
8. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმში – ლუვრში, სამასი ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.
* * *
9. აზიის რიგ რეგიონებში გავრცელებული წითელი მგლების მშიერი ხროვა ბედავს და თავს ესხმის ისეთ მტაცებელ ცხოველებს, როგორებიცაა – ვეფხვი და ლეოპარდი.
* * *
10. ტერმინმა – „თაფლობის თვე” – სათავე ნორვეგიაში აიღო. ადრეულ საუკუნეებში ახლადდაქორწინებული ნორვეგიელები ვალდებული იყვნენ ქორწინებიდან ერთი თვის განმავლობაში ეჭამათ თაფლი, ან, დაელიათ თაფლისაგან დამზადებული სასმელი. – (ავტორი გენია.ჯი)