ეკვატორის შესახებ…
1. დედამიწის სიბრტყეზე არსებული წარმოსახვითი ხაზის – ეკვატორის სრული სიგრძე პირველად დიდმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა – ერატოსთენე კირენელმა გამოთვალა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში. მისი გათვლებით, ეკვატორის სიგრძე საერთო ჯამში – 40 000 კილომეტრს შეადგენდა. ცთომილება ერატოსთენეს გათვლებში არც თუ ისე შესამჩნევი გახლდათ, რადგან ეკვატორის ნამდვილი სიგრძე – 40 075 696 კილომეტრია. ამ წარმოსახვით ხაზზე 14 სახელმწიფოა განთავსებული. თითქმის ყველა ეკვატორულ ქვეყანაშია აგებული მონუმენტი ნულოვანი პარალელის აღსანიშნავად გარდა სომალისა და გაბონისა. ყველაზე დიდი და ლამაზი მონუმენტები ეკვატორს ბრაზილიასა და ეკვადორში მიუძღვნეს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ნულოვანი პარალელი ჰკვეთს 33 კუნძულს, რომელთაგან 17 მათგანი ინდონეზიის შემადგენლობაში შედის.
* * *
3. ერთადერთი მდინარე, რომელიც ეკვატორს ორჯერ ჰკვეთს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარე – კონგოა.
* * *
4. ამაზონის შესართავთან არსებული ბრაზილიური ქალაქი – მაკაპა ერთდროულად დედამიწის ორ ნახევარსფეროშია განთავსებული. ქალაქის ცენტრში აგებულია საფეხბურთო სტადიონი, სახელწოდებით – „ესტადიო მილტონ კორეა”, რომლის შუაგულში არსებული თეთრი ხაზი ზუსტად ეკვატორის ხაზის გასწვრივ არის გავლებული.
* * *
5. აფრიკის კონტინენტზე არსებული სახელმწიფო – ეკვატორული გვინეა, მიუხედავად თავისი სახელწოდებისა, ნულოვან პარალელზე არ მდებარეობს. – (ავტორი გენია.ჯი)
6. ეკვატორი დედამიწას ორ ნახევარსფეროდ ჭრის – სამხრეთ ნახევარსფეროდ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროდ. და, როდესაც ადრეულ საუკუნეებში მეზღვაურები მის ხაზს გადაჰკვეთდნენ, ზღვის ძველ რომაული ღმერთის – ნეპტუნის საპატივცემულოდ გემებზე ზეიმები ეწყობოდა.
* * *
7. ეკვატორული ქვეყნები არა მხოლოდ თბილი კლიმატით არიან გამორჩეულნი, არამედ ისინი ყველაზე მდიდარი ქვეყნები არიან ფლორისა და ფაუნის უიშვიათესი წარმომადგენლებითაც.
* * *
8. ტერმინი – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი ეკვატორის კლიმატურ ზონაში არ გამოიყენება, რადგან იქ ყოველთვის ზაფხულია. შესაბამისად, ზაფხული, ტემპერატურით +25… +30 გრადუს-ცელსიუსი, ეკვატორზე მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. დღის პირველ ნახევარში ეკვატორზე საშუალოდ +31 გრადუს-ცელსიუსი სითბოა, ხოლო დღის მეორე ნახევარში კი ტემპერატურა +23 გრადუსამდე ეცემა.
* * *
9. წყნარ ოკეანეში განთავსებულ – გალაპაგოსის არქიპელაგზე არსებული მოქმედი ვულკანი – „ვოლფი”, ერთადერთი ვულკანია დედამიწაზე, რომელიც ეკვატორის ორივე მხარეს არის განფენილი.
* * *
10. ეკვატორზე განთავსებულ უღრან ტყეებს, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით გამოყოფენ ჟანგბადს, კაცობრიობამ – „დედამიწის ფილტვები” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)