დავით გურამიშვილის მონოლოგი…
„სამშობლოს არჩევანის უფლება ჯერ ძეხორციელს არა ჰქონია. არც მე შემეძლო საქართველო ამერჩია სამშობლოდ. მე ჩემსუნებურად დავიბადე ქართული ცის ქვეშ – ქართულ მიწაზე. მე ქართველმა ქალმა მშობა და ქართველმა ძიძამ მაწოვა ძუძუ. ასეთი იყო მამაჩემის სურვილი და განგების ნება, როგორც თვითონ იტყოდა. ჩემთვის არც სჯულის თავისუფალი აღსარების უფლება მოუცია ვინმეს. ქრისტეს რჯული და მცნება ჩემს წინაპრებს უღიარებიათ სახელმწიფო სარწმუნოებად და მე იგი, როგორც იტყვიან, ჩემსუნებურად მივიღე. ქართული სიტყვა, ქართული ენა, ქართული ზნე, ქართული ადათი, ქართული ჰანგი და ქართული სულისკვეთება მე ჩემსუნებურად შევისისხლხორცე და ჩემსუნებურად წარმოვთქვი ქართულად პირველი სიტყვა. შევეჩვიე ქართულ ჰანგებს, შევიძინე ქართული ზნე და როცა თავი ვიცანი, უკვე კარგად ვიცოდი, რომ სისხლითა და ხორცით, სულისკვეთებითა და სჯულითაც, გონებითა და ენით, ერთი სიტყვით, ყველაფრით საქართველოს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ვიყავი.
შეიძლება ყველაფერი გამოიცვალო კაცმა, მაგრამ მშობლებისა და სამშობლო ქვეყნის გამოცვლა შენს ნებასურვილზე არაა დამოკიდებული, ამისი განჩინება იქ, ზეცაში იწერება და მიწაზე სრულდება”. – (ავტორი გენია.ჯი)