„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სწორედ ადამიანისა უნდა გეშინოდეს, თორემ სხვა რაა საშიში?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნადირნი უფრო გულმოწყალენი აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანებზე”.

* * *

„ადამიანს რაც უნდა, ადვილად სჯერა”.

* * *

„ადამიანები ფრთაშეკვეცილი ფრინველებივით ვართ, შორს მარტო ოცნებებით დავფარფატებთ”.

* * *

„ყოველ ადამიანს სურს შეიცნოს შეუცნობელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„იმედი… რამდენი კაცისათვის უმუხთლია მას და გაცუდებულა!”

* * *

„კაცთაგან გასაკვირი და უცხო არაფერია”.

* * *

„განგება ყველას იმ ტვირთს აჰკიდებს ხოლმე, რისი ზიდვა და ადგილამდე მიტანაც ძალუძს”.

* * *

„სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია, ხორცი ამსოფლის გემოთი, ნებიერობით მთვრალია…”

* * *

„შეურაცხყოფილმა თავმოყვარეობამ არავითარი საზღვარი არ იცის შურისძიებისას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება