„დამაკვირდი”

„აგერ, ქვეყანა ხომ დიდია, ქვეყანაზედ კი ადამიანები დადიან – ერთი, ორი, ერთი, ორი, ჰაიდააა, მიდიი… მაგრამ ვის საით გაუწევია, ან რას აპირებს, ერთიმეორისა ნაკლებად უწყიან. მით უმეტეს რომ, ზოგმა თავადაც არ იცის, საით მიჩინდრიკობს”. – გურამ რჩეულიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხი უცნაურია, ცალ-ცალკე რისიც ეშინიათ, ერთად თავშეყრილნი იმაზე სიცილით კვდებიან”. – ოთარ ჭილაძე

* * *

„ – სირცხვილი არ არის, მე ფული არ მქონდეს?” – სინანულით უკითხავს ერთხელ თურმე გალაკტიონს… – ვახტანგ ჯავახაძე

* * *

„გუშინდლამდე უნორმალურესი იყო, დღეიდან კი არაუნორმალურესი გახდა”. – ილფი და პეტროვი

* * *

„აჰ, ქალების ტყუილად წვალება არ შეიძლება… ქალი რომ ტყვილა გააწვალო, ისეთს გაწვალდები იქეთ…” – გურამ რჩეულიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უზრდელობაც თავისებური თავისუფლებაა”. – ოთარ ჭილაძე

* * *

„გენიოსებს მეტი ძალმოსილებაცა აქვთ და მეტის უფლებაც”. – ვახტანგ ჯავახაძე

* * *

„ახლა ერთი უდანაშაულო კაცის ნაცვლად მეორე უდანაშაულო კაცს ართმევენ სიცოცხლეს. სულ ერთი არ არის?” – ჯეკ ლონდონი

* * *

„რა თავში ვიხლი ისეთ ძალაუფლებას, რომელსაც ხელ-ფეხი შებორკილი აქვს”. – ლიონ ფოიხტვანგერი

* * *

„სამარცხვინო საქმეებისათვის არსებობს სამარცხვინო ბოძი”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>