მარგარეტ ტეტჩერი – „ეპიზოდი”
„რკინის ლედად” წოდებული გაერთანებული სამეფოს ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (ქალიშვილობის გვარი – რობერტსი), თავის მომავალ მეუღლეს, მასზე 11 წლით უფროს მამაკაცს – დენის ტეტჩერს პირველად 1951 წელს შეხვდა. (ავტორი გენია.ჯი) დენისი იმ დროისათვის უკვე ატარებდა არა მხოლოდ განქორწინებული მამაკაცის, არამედ მილიონერი მამაკაცის სტატუსსაც. იგი ხელმძღვანელობდა სოლიდური შემოსავლების მქონე საოჯახი ბიზნესს.
„ …მას აქვს ძალიან ბევრი ფული და სახლი ლონდონში. იგი 36 წლისაა. მე მას ლამაზმანს ვერ ვუწოდებ, თუმცა-კი, სასიამოვნო გარეგნობის მქონეა”. – ასე დაახასიათა პირველი გაცნობისთანავე – მარგარეტ ჰილდა რობერტსმა დენისი, მისი უფროსი დის – მიურიელისათვის გაგზავნილ წერილში.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დენისს ჰკითხა, თავად რამ მოხიბლა ყველაზე მეტად „ცივი ლედის” თიკუნის მატარებელ ქალში მასთან პირველი შეხვედრის ჟამს, რაზეც რესპოდენტს ყოველგვარი ფამილარობის გარეშე გაუცია შემდეგი პასუხი: „ – ყველაზე მეტად მასში – მისმა შესანიშნავმა ფეხებმა მომხიბლაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
მარგარეტ და დენის ტეტჩერები