Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„უნდა დავიხსომოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ქონდრისკაცი ვერასოდეს ბუმბერაზობას ვერ იქმს და უნიჭობა ნიჭიერებას ვერ გასწევს, რაზომ ავტორიტეტითაც არ უნდა აღვჭურვოთ იგი! ამდენ უნიჭოთა თავდასხმა და დაფდაფთა განგაში მახსენებს ატილას ურდოებს, რომს რომ მოედვნენ, ანგრევდნენ ყველაფერს და მარმარილოს სასახლეთა რაობა რომ არ იცოდნენ, მათი დაუფლებაც ვერ მოახერხეს, ფიჩხი მოჰქონდათ და სასახლეთა ჩრდილში ქოხმახებს იგებდნენ თავის შესაფარებლად. ნიჭი ის ნარნარი გიაცინტია, რომელიც, ვიდრე ტურფა ყვავილად გაიშლება, ჯერ ფესვებს ღრმად გაიდგამს ნიადაგში და შემდეგ საოცარი სიძლიერით იყლორტება ყვავილოვან წარმტაც გვირგვინით!..”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>