დუბლინი – „ეპიზოდი”
ირლანდიის დედაქალაქი – დუბლინი – მილიონ ორასი ათასამდე მცხოვრებს ითვლის. ჯორჯ ბერნარდ შოუს, სემიუელ ბეკეტის, ოსკარ უაილდისა და ჯონათან სვიფტის მშობლიური ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ცენტრალური (შესასვლელი) კარებები იმთავითვე გამოირჩეოდნენ ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერებით. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ვხვდებით შავი, ყვითელი, წითელი, ლურჯი, თეთრი და მწვანე ფერის კარებებსაც. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ეგზომ პოპულარული ლუდის – „გინესის” მშობლიური ქალაქის ბინადრებში განსაკუთრებული პატივით სარგებლობს ალკოჰოლური სასმელები. ამიტომაც ხუმრობენ ირლანდიელები: დუბლინელები თავიანთი სახლის კარებებს იმიტომ განასხვავებენ ერთმანეთისგან სხვადასხვა ფერებით, რომ ალკოჰოლური სასმელებით მთვრალებს, გზაარეულებს და გონებადაბინდულებს, საკუთარი სახლის კარი მეზობლის სახლის კარში არ აერიოთო. მაშასადამე, ამ მეთოდით შეზარხოშებული დუბლინელები იოლად აგნებენ თავ-თავიანთ სახლებსო. – (ავტორი გენია.ჯი)