„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ცხოვრებისაგან გზადაგზა აიღე, რის აღებაც შეგიძლია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სინდისი დიდი ხანია მიიცვალა, მილიონების შიმშილს ვითმენთ, მილიონთა ტანჯვა-წამების ეშაფოტს ისე ვუმზერთ, როგორც საინტერესო სპექტაკლს, და არ გვრცხვენია…”
* * *
„ცხოვრება გვეუბნება: თუ სანახაობა გსურთ იხილოთ, აბა, მომყევით, მე გაჩვენებთ უფრო საშინელებას, ვიდრე დანტეს ჯოჯოხეთია და გაცილებით მშვენიერს, ვიდრე ვენერა მილოსელია”.
* * *
„სადაც კანონმდებლობაა, იქ დამნაშავეც იგულისხნება. მაშასადამე, იქვე საჭირო იქნება პოლიცია, ჟანდარმერია, სასამართლო და ბასტილია, სადაც ჯალათობას ასრულებენ”.
* * *
„მარტო წიგნების კითხვა ვერ გვიშველის. თუ მკლავიც არ გავანძრიეთ. წიგნი და მკლავი თანაბრად უნდა იბრძოდნენ ცხოვრების ასპარეზზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა საოცარია ჟამთა სრბოლა! რა გადაფასება მოაქვს თვითეულ მის ბორბლის გადატრიალებას!”
* * *
„მე მწამს სიყვარული ციაგთა სწორი!”
* * *
„დიდი რევოლუციის მიერ წარწერილი სიტყვები – „თანასწორობა, ძმობა, თავისუფლება”, მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ეს იმიტომ, რომ იმ დიდ რევოლუციაში ბასტილია ნამდვილად აუღებელი დარჩა, მისი დაცემა მოჩვენებითი იყო და არა სინამდვილე”.
* * *
„მხოლოდ ვაებას შეუძლია, მარადი იყოს. ვაებას, რომელიც პრელუდიაა ადამიანის ცხოვრების დასაწყისისა და სამგლოვიარო მარში მისი ცხედრის წასვენების დროს…”
* * *
„იყავი ჭკვიანი და ისარგებლე ცხოვრებით!” – (ავტორი გენია.ჯი)