მსტისლავ როსტოპოვიჩი – „ეპიზოდი”
- მსტისლავ ლეოპოლდის ძევ, რატომ აირჩიეთ თავის დროზე სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტთა შორის მაინცადამაინც – ვიოლონჩელო? – ჰკითხეს ერთხელ პოლონური წარმომავლობის მქონე ვირტუოზ რუს ვიოლონჩელისტს – მსტისლავ როსტოპოვიჩს (1927-2007 წლები).
- იმიტომ რომ, იგი ისევე შემიყვარდა, როგორც უყვარდებათ ხოლმე ქალი. მხოლოდ რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ შევიტყვე, რომ ფრანგულ ენაზე – „ვიოლონჩელო” – მამრობითი სქესის მქონე სიტყვა ყოფილა. მე შოკში ვიყავი! ეს რომ იმ დროს მცოდნოდა, როცა მუსიკას ვუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას, უცნობია, რომელ მუსიკალურ საკრავს ავირჩევდი”. – უპასუხა დიდმა ვიოლონჩელისტმა