არნოლდ ბიოკლინი – „ეპიზოდი”
„ჰიტლერის საყვარელი მხატვარი”. – ასე მოიხსენიებდნენ საზოგადოების ფართო მასებში დიუსელდორფის სახვითი ხელოვნების სკოლის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, დიდ შვეიცარიელ მხატვარსა და გრაფიკოსს – არნოლდ ბიოკლინს (1827-1901 წლები). იმ მხატვარს, რომელიც არასოდეს არ აძლევდა თავის ნამუშევრებს სახელწოდებებს და არც არასოდეს ტოვებდა მათზე საკუთარ ინიციალებს. (ავტორი გენია.ჯი) 1933 წელს გერმანული ნაციზმის სულისჩამდგმელმა ფიურერმა შეისყიდა მესამე ვერსია თავისი საყვარელი მხატვრის – არნოლდ ბიოკლინის ნამუშევრისა, სახელწოდებით – „მიცვალებულთა კუნძული” (ცნობილია ისიც, რომ საერთო ჯამში, ჰიტლერის მფლობელობაში შვეიცარიელი მხატვრის 16 ტილო იმყოფებოდა). თავდაპირველად, ზემოაღნიშნული სურათი ადოლფის ბრძანებით ბერჰოფის რეზიდენციაში განათავსეს. 1940 წლიდან კი მან ადგილი ბერლინის რაიხსკანცელარიაში დაიმკვიდრა. დღემდეა შემორჩენილი 1940 წლის 12 ნოემბერს გადაღებული ისტორიული ფოტო, სადაც ჰიტლერი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვიაჩესლავ მოლოტოვი მართავენ მოლაპარაკებას „მიცვალებულთა კუნძულის” ტილოს ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიოკლინს არავითარი კავშირი არ ჰქონია გერმანულ ნაციონალიზმთან და საერთოდ, არც კი მოსწრებია მესამე რაიხის ზეობის ხანას, ჰიტლერის, ამ მიზანთროპი კაცის მიერ მისი შემოქმედებისადმი ტრფობამ გენიალური შვეიცარიელი ხელოვანის ავტორიტეტი მაინც საკმაოდ დასცა სახვითი ხელოვნების მოყვარულებში. ეს კი თვალშისაცემი, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)
1940 წლის 12 ნოემბერს გადაღებული ფოტო (ჰიტლერი და მოლოტოვი „მიცვალებულთა კუნძულის” ტილოს ფონზე)
„მიცვალებულთა კუნძული”