„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„დროზე-დ რომ იძახიან, მიედინება და ყველაფერი მიაქვსო, ცოტათი ტყულია, რაღაცებიც – მოაქვს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაზე უკეთ იცხოვრა იმან, ვინც ყველაზე კარგად დაიმალა…”

* * *

„გენიოსი იგია, ვინც ყველაზე ადრე იწყებს წუხილს!”

* * *

„ალკოჰოლი იმიტომ არის საშიში, რომ მას გამაბრიყვებელი და გამაპირუტყვებელი ძალა გააჩნია”.

* * *

„სწავლის გზა მძიმეა, მაგრამ ესაა ერთადერთი სწორი გზა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უწვრთნელი შვილის ყოლას უწვრთნელი ძაღლის ყოლა სჯობს”.

* * *

„ნუ შეურაცხყოფ შენს გრძნობებს, თორემ მთელი არსება აგიჯანყდება…”

* * *

„რას იზამ, უგუნურსაც თავისი ფანტაზია აქვს!”

* * *

„რა მართალია ჰერაკლიტე, როდესაც ამბობს – „საითაც არ უნდა წახვიდე, სულის საზღვარს მაინც ვერ ჰპოვებო…”

* * *

„თუ მიცვალებულისთვის საუკუნეები მხოლოდ მთქნარებაა, რომ ელოდოს მოსალოდნელს, შეყვარებული გულისთვის წამი საუკუნეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება