ბარუხ სპინოზა – „ეპიზოდი”
ნათქვამია – „დიდ ადამიანებს დიდი უცნაურობები ახასიათებთო”, და სწორედ ასე იყო ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ნიდერლანდელი ფილოსოფოს-რაციონალისტის – ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზას (1632-1677 წლები) შემთხვევაშიც. „ახალი ისტორიის” პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანისტის სისუსტეს მწერების მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებოდა მათ ქცევებსა და ჩვევებს. აკეთებდა ჩანაწერებს ამა თუ იმ სახეობის მწერების მახასიათებლების შესახებ. თუმცა, ყველაზე მეტად, სპინოზას კეთილგანწყობით მაინც - ობობები სარგებლობდნენ. თავისუფალ დროს არაფერი ართობდა ნიდერლანდელ ფილოსოფოსს ისე, როგორც ამ ფეხსახსრიან ცხოველებზე დაკვირვება. მის სამუშაო კაბინეტში ყოველთვის მოიძებნებოდა ობობის სააბლაბუდე ქსელი, სადაც ბარუხი ბუზებს სპეციალურად აბამდა, რათა შემდგომ თვალი ედევნებინა მწერებს შორის გამართული სამკდვრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სპინოზას ამ უჩვეულო ჰობმა მოგვიანებით ასახვა ჰპოვა მხატვრულ ლიტერატურაშიც. ასე მაგალითად, ცნობილმა საბჭოთა მწერალმა – სიგიზმუნდ კრჟიჟანოვსკიმ დაწერა მოთხრობა, სახელწოდებით – „სპინოზა და ობობა”, ხოლო რუსმა პოეტმა – იური კუზნეცოვმა კი, ბარუხის ჰობს ლექსი – „სპინოზას ტრანსფორმაცია” მიუძღვნა. – (ავტორი გენია.ჯი)