ნიკოლოზ I – „ეპიზოდი”
ხანრგრძლივი დროის განმავლობაში მეფის რუსეთში კატეგორიულად იკრძალებოდა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის – ალექსანდრე დიუმას გენიალური ნაწარმოებების რუსულ ენაზე თარგმნა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც იმ უზარმაზარ თვითმპყრობელ იმპერიას იმპერატორი – ნიკოლოზ I რომანოვი განაგებდა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ რომანოვების სამეფო დინასტიის ნაშიერს საშინლად სძულდა დიუმაც და მისი უკვდავი ლიტერატურული ქმნილებებიც. მიუხედავად აკრძალვისა, რამდენიმე ავტორმა მალულად მაინც თარგმნა ფრანგი მწერლის რიგი ნაწარმოებები, თუმცა-კი მთარგმნელის ვინაობას არც ერთი მათგანი არ უთითებდა. XIX საუკუნის შუა ნახევარში დიუმას მიერ დაწერილი პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში ყველაზე ხშირად მთავარ როლებს თამაშობდა იმპერატორის კუმირი მსახიობი – ვასილი კარატიგინი. ეს ფაქტი ნიკოლოზში დიდ გაღიზიანებას იწვევდა. სხვა მსახიობი რომ ყოფილიყო, იმპერატორს იგი დიდი ხნის წინ ეყოლებოდა გაკატორღებული, თუმცა, რადგანაც ვასილი ნიკოლოზის კუმირ მსახიობს წარმოადგენდა, მის მიმართ მბრძანებელი შედარებით ლოიალურობით გამოირჩა. მაგრამ, თავისი სათქმელი კარატიგინს მეფის რუსეთის მბრძანებელმა ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდგომ მაინც უთხრა – „გაცილებით ხშირად დავესწრებოდი თქვენს სპექტაკლებს, დიუმას მიერ დაწერილ საშინელ პიესებში რომ არ იღებდეთ ესოდენ ხშირად მონაწილეობასო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ვასილი კარატიგინი