ოქროსფერი კვირიონი – „ეპიზოდი”

„გაანადგურეთ, მტერი კაცობრიობისა!” – ასეთი უჩვეულო სათაურის მქონე სტატიით გამოვიდა 1941 წელს ერთ-ერთი უკრაინული გაზეთი – „ხოპიორსკაია პრავდა”. აღნიშნულ საგაზეთო სტატიაში მოთხრობილი იყო ყაპყაპისნაირთა რიგის ფრინველების – ოქროსფერი კვირიონების შესახებ, რომლებიც უმოწყალოდ ანადგურებდნენ ფუტკრებს, რაც თავის მხრივ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებას უშლიდა ხელს მაკაროვის რაიონში (კიევის ოლქი). (ავტორი გენია.ჯი) ოქროსფერი კვირიონები გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიის დასავლეთში. გამოსაზამთრებლად ეს უმშვენიერესი გადამფრენი ფრინველები აფრიკის კონტინენტის ტროპიკულ რეგიონებსა და ინდოეთს სტუმრობენ. კოლონიებად მობინადრე ოქროსფერი კვირიონები მწერებით იკვებებიან და გამოირჩევიან შესაშური მხედველობით. მათ ასი მეტრის სიშორიდან ძალუძთ აღმოაჩინონ ესა თუ ის მფრინავი მწერი და შემდეგ თავის ნადავლად აქციონ იგი. 28 სანტიმეტრი სიგრძის მქონე ფრინველები განსაკუთრებით ფუტკრებს ეტანებიან, რაც მათ მიმართ ერთობ უარყოფითად განაწყობს მეფუტკრეებს. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ოქროსფერი კვირიონები წელიწადში საშუალოდ, ერთ პროცენტს ანადგურებენ ფუტკრებისა.

გარდა უკრაინისა, იმავე მოტივით, ოქროსფერი კვირიონების წინააღმდეგ, რომელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ რაღაც 4 წელიწადია, მეფუტკრეებმა მასირებული ბრძოლა აწარმოეს ესპანეთში, მაროკოში, საბერძნეთსა და კუნძულ კიპრზე. ნილოსის სანაპიროებზე კი მათ იმის გამო ანადგურებენ, რომ საკვებად გამოიყენონ. იმისათვის რომ, ოქროსფერმა კვირიონმა თავისი შთამომავლობა გამოკვებოს, დღეში საშუალოდ 230 მწერი უნდა გაანადგუროს. ზემოაღნიშნული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ოქროსფერი კვირიონები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან საფრანგეთში. მათი განადგურება ჰიუგოს მრავლისშემსწრე და მრავალტანჯულ სამშობლოში კანონით ისჯება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>