იცით თუ არა, რომ?!
1. ზურაბ ბეგი, ფაზლალი ბეგი, შარმაზან ბეგი, ზეინალ ბეგი, ქაიხოსრო ხანი და ალი ხან ბეგი – ირანის (სპარსეთის) სამეფოში მოღვაწე ქართველი პოეტები იყვნენ. ისინი სპარსულ ენაზე თხზავდნენ ლექსებს ისტორიის ადრეულ ეტაპებზე და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე სამეფოს მოსახლეობაში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. აივანი (balcone) – იტალიური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და ხარიხას, ანუ განივად გადებულ ძელს აღნიშნავს. პირველი კონსტრუქციები, რომელთაც თანამედროვე გაგებით ეწოდა – balcone, იტალიურ ციხესიმაგრეებზე (თავდაცვით ნაგებობებზე) გამოჩნდა XIII საუკუნის იტალიაში.
* * *
3. ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტს – ჯორჯ ვაშინგტონს ძალიან უყვარდა ცხენით ჯირითი. თუმცა, სისუფთავის პათოლოგიურად მოყვარული კაცი ისე არასოდეს არ ამხედრდებოდა ხოლმე ცხენზე, თუ იგი იდელაურად სუფთა არ იყო. ის კი არა და, სანამ ვაშინგტონი ცხენზე შეჯდებოდა, ყოველთვის უმოწმებდა ცხენს კბილების სისუფთავეს.
* * *
4. გენიალურმა ქართველმა პოეტმა და დიდმა მამულიშვილმა – დავით გურამიშვილმა რუსეთსა და უკრაინაში თავისი შეგნებული ცხოვრების 62 წელიწადი გაატარა.
* * *
5. გენიალურ ფრანგ კომპოზიტორსა და დირიჟორს – ჰექტორ ბერლიოზს, – „მუსიკის დელაკრუა”-დ მოიხსენიებენ დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. იტალიურ ქალაქ ნეაპოლში – არაყს – „პილატეს ცრემლს” უწოდებენ.
* * *
7. გენიალური ძველ რომაელი პოეტის – ვერგილიუსუს ერთადერთი სარწმუნო პორტრეტი კაცობრიობას ტუნისში, ბარდოს მუშეუმში ნაპოვნმა მოზაიკამ შემოუნახა.
* * *
8. „ჩემი შვილები ჩემი ქმნილებები იქნებიანო”, – ამბობდა უშვილძიროდ გადაგებული მიქელანჯელო ბუონაროტი.
* * *
9. „ღმერთი სასიკვდილოდ არის დაჭრილიო!” – ირწმუნებოდა თანამედროვე კომუნიზმის ფუძემდებელი – კარლ მარქსი კომუნიზმის ეპოქის დასაწყისის გარიჟრაჟზე.
* * *
10. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, გენიალური ძველ რომაელი პოეტის – ვერგილიუსის დედას – მაგია პოლას, ვერგილიუსზე ფეხმძიმობისას ესიზმრებოდა ხოლმე, თითქოს დაფნის რტო უნდა ეშვა. – (ავტორი გენია.ჯი)