ჩარლზ დარვინი – „ეპიზოდი”
ევოლუციის ფენომენის აღმომჩენი ინგლისელი ავტორი – ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები) მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული სწავლული იყო. იგი გარემომცველ სამყაროში ყოველთვის ეძიებდა ამა თუ იმ საგნის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების საშაულებებს. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია, მის სამუშაო კაბინეტში განთავსებული სავარძელი. სავარძელი, რომელიც თანამედროვე „საოფისე სავარძლის” წინამორბედად იქნა მოგვიანებით აღიარებული. დარვინმა, ამ გონებამახვილმა კაცმა, იმისათვის, რომ თავისი სავარძელი უფრო კომფორტულად მოსახმარი გაეხადა გადაადგილების მხრივ, სავრძელს ოთხი პატარა ბორბალი დაუმონტაჟა. შედეგად, ინგლისელ მეცნიერს აღარ უწევდა ფეხზე ხშირად წამოდგომა. იგი, სამუშაო კაბინეტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე თავისი ინოვაციური სავარძლის მეშვეობით გადაადგილდებოდა (დაგორავდა). დარვინის თანამედროვე ავტორები შენიშნავდნენ, რომ ჩარლზს განსაკუთრებით უყვარდა თავისი სავარძელიო. მხოლოდ ათწლეულების გასვლის შემდგომ გაისიგრძეგანა ადამიანმა კარგად ინგლისელი ბუნებისმეტყველის გამოგონების ეფექტურობა და ხელი მიჰყო ბორბლებზე შემდგარი „ოფისისა და კაბინეტის სავარძლების” მასიურ წარმოებას. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ დარვინი თავის ინოვაცირ პროდუქტთან ერთად