რატომ ღებავდნენ წითლად საცხოვრებელი სახლის კარებს სხვადასხვა ხალხები?
საცხოვრებელი სახლის შესასვლელ (ცენტრალურ) კარს ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე, ამა თუ იმ კულტურის მატარებელი ხალხი – წითელი ფერის საღებავით რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების-და გამო ღებავდა. მაგალითად, ჩინეთში სახლის კარის ფერი აღნიშნულ ქვეყანაში ფართოდ დამკვიდრებულ ძველ ჩინურ ხელოვნებასთან – „ფენ-შუისთან” იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) მათი რწმენით, წითელ კარებში გავლა ადამიანს დადებითი ენერგიით ავსებდა. გარდა ამისა, იგი ერთგვარად სიმბოლიზირდებოდა მასპინძლის სტუმართმოყვარე ბუნებასთან, რომელიც ასეთი საშუალებით სტუმარს უსიტყვოდ ეუბნებოდა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო!”
ადრეული პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, წითელი ფერის მქონე კარით აღჭურვილი სახლი მანიშნებელი იყო იმისა, რომ სახლის მეპატრონე ტურისტებსა და მოგზაურებს ფართოდ უღებდა თავისი სახლის კარს და მათ თავშესაფარს (ღამის გასათევს) სთავაზობდა დიდი სიხარულით; ბიბლიურ ეპოქაში, დადგენილი წესის თანახმად, მონად ქცეული ებრაელები ვალდებული იყვნენ თავიანთი საცხოვრებელი სახლის კარები ცხვრის სისხლით შეეღებათ. თავისუფალი ებრაელი მოქალაქეები კი წითლად იმიტომ ღებავდნენ ბინის ცენტრალურ შესასვლელ კარს, რომ ახალშობილები დაეცვათ სიკვდილის ანგელოზისაგან. თუმცა ისინი ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებისამებრ, წითელ საღებავს იყენებდნენ და არა ცხვრის სისხლს; ევროპაში, უწინდელი კათოლიკეები ქრისტეს პატივსაცემად ღებავდნენ წითელი ფერის საღებავით თავიანთი საცხოვრებელი სახლის კარებებს. გარდა ამისა, ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებული იმაშიც, რომ წითელ კარებში გავლა – ღვთისწყალობას მოუტანდა მათ; უილიამ უოლოსის სამშობლოში – შოტლანდიაში კი, მასპინძლები წითელი ფერის მქონე კარის დამონტაჟებით ქვეყნიერებას ამცნობდნენ იმას, რომ სახლის მეპატრონემ იპოთეკა დაფარა და ამიერიდან ბინა პირადად მის საკუთრებაში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)