რაბინდრანათ თაგორი წერდა…
„ჩემი ხალხის ბედ-იღბალი – ეს საკუთრივ ჩემი ბედ-იღბალია!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – როგორც ჩანს, არავის არ უნდა ენდო”.
* * *
„მე ბევრს ვფიქრობ არა იმაზე, რაც არის, არამედ იმაზე, თუ რა მელის მომავალში”.
* * *
„ადამიანის კეთილშობილება განიზომება არა გვარიშვილობით, არა თანამდებობით, არამედ მისი გრძნობების სილამაზით, მისი ქცევით, ადამიანებთან ურთიერთობით”.
* * *
„ცხადია, არ არსებობს უკეთესი წამალი, ვინემ დარტყმაზე დარტყმის გემება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თვითეული ადამიანი უნდა ებრძოლოს ბოროტებას და უსამართლობას”.
* * *
„როცა სურვილი თანხვდება მოვალეობის გრძნობას, შედეგი იგივეა ხოლმე, როგორიც ცეცხლისა და ქარის შეხვედრის დროს”.
* * *
„ხალხი – აი, ვინაა ადამიანთა ბედის გამგებელი”.
* * *
„თუ საზოგადოების კანონების დარღვევას აპირებთ, მაშინ მასზე მაღლა უნდა დადგეთ”.
* * *
„სამშობლო – ეს მხოლოდ მიწა როდია! სამშობლო ხალხიცაა!”. – (ავტორი გენია.ჯი)