ეკატერინე ჰორნ – „საფერავივით რომ გაწითლდა გუშინ საღამო…”

საფერავივით რომ გაწითლდა გუშინ საღამო

და ეს ტუჩებიც ღვინისფერად გამეწამულდნენ …

საწნახელია თუ წუხელის ვნებამ დაგათრო?

შენი თვალები იქნებ რთველის ეშხით დადუმდნენ…

აშლილმა ტანმა თუ დაგგეშა გველის სანაცვლოდ

კეთროვანივით პირზე მოთქმით ცხელ ასფალტს ლოშნი…!

გამითავისე შენ-თავისად, ურცხვად, სახალხოდ,

სამაგიეროს დაგიბრუნებ – მოთელილ კოცნით!

და შვრიასავით მიგმოგფანტავ, თან

ზღვებსაც გავცდი,

წყლად იალქნები მოცელილნი დამრჩნენ ეულად,

და მოგონებაც უკადრისად თარიღებს მაცლის…

შევინიღბები და გიმასპინძლებ ღამე მეფურად!

კომენტარის დატოვება