„დამაკვირდი”
1. „მე დედაკაცებზე სიმართლეს მაშინ ვიტყვი, ერთ ფეხს სამარეში რომ ჩავდგამ. ვიტყვი, კუბოში ჩავხტები და სახურავს გადავიფარებ – აბა, მომწვდნენ მაშინ!” – ლევ ტოლსტოი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ყველა ადამიანი ერთნაირად პატარაა, თუნდაც იგი ეპისკოპოსი იყოს”. – მაქსიმ გორკი
* * *
3. „ლეგენდა ჭირდებათ მშივრებს, წამებულთ. სურთ დაიყუჩონ ტკივილები, შეიმსუბუქონ წამება. და შეთხზავენ სწორედ იმას, რაც მას სურდა, მაგრამ რაც საჭირო არ არის”.
* * *
4. „ჭეშმარიტება ზედმეტია”. – ანტონ ჩეხოვი
* * *
5. „რა სატიალოდ მინდა ეს ოხერი მარჯვენაც და ეს უბედური თავიც – თუ კაცი კაცად აღარ ვივარგებ და ტოლ-ამხანაგს თვალს ვერ გაუსწორებ!” – მიხეილ ჯავახიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „შეიძლება ფილოსოფიაც ქალივით მეტად ულამაზო და მახინჯიც კი იყოს, მაგრამ ისე მოხდენილად და დამაჯერებლად იმოსებოდეს, ულამაზეს ქალად მოგეჩვენოს”. – მაქსიმ გორკი
* * *
7. „დამღალა ისეთ ადამიანებთან საუბარმა, ვისაც ლაპარაკი უყვარს”. – გიორგი პლეხანოვი
* * *
8. „არაფერმა შეგაშინოთ, ყოველთვის ისა თქვით, რასაც გრძნობთ, უხეშად გამოგივათ – არაფერია! ჭკვიანი ადამიანები მიგიხვდებიან”. – ლევ ტოლსტოი
* * *
9. „რას იზამ? ყველა ისე მოქმედებს, როგორც შეუძლია”. – ლენინი
* * *
10. „ასეა, ჩემო ყმაწვილო კაცო… ჯერ უნდა იცხოვრო, იმსახურო და მოხუცები მერე უნდა განსაჯო!” – ანტონ ჩეხოვი – (ავტორი გენია.ჯი)