აბდულჰამიდ II – „ეპიზოდი”
„ჩვენ 10 წლის განმავლობაში მაინც რომ გვეცხოვრა მშვიდობიან გარემოში, ისეთივე აღმაფრთოვანებელ პროგრესს მივაღწევდით, როგორსაც იაპონელებმა მიაღწიეს. სამწუხაროდ, ჩვენმა ხალხმა კარავი სწორედ იმ ადგილას დასცა, სადაც ევროპელი აფთრების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა”. - ამ სიტყვების ავტორი გახლავთ ოსმალეთის იმპერიის სკანდალურად ცნობილი სულთანი – აბდულჰამიდ II (1842-1918 წლები). ამ სომეხთმოძულე ოსმალო მბრძანებლის შესახებ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიაც უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს ვეცნობით აბდულჰამიდის არაერთგვაროვანი ბიოგრაფიიდან. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, ვგებულობთ, რომ სულთანი დურგლობის შესაშური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ამას ისიც მოწმობს, რომ აბდულჰამიდისა და მისი ოჯახის წევრების საძინებელ ოთახებში განთავსებული ავეჯის დიდი ნაწილი თავად სულთნის მიერ, საკუთარი ხელით იყო დამზადებული. ლიტერატურის მოყვარულ მბრძანებელს ძალიან უყვარდა, როდესაც ძილის წინ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებს უკითხავდნენ. სულთანი განსაკუთრებით ეთაყვანებოდა დეტექტიური ჟანრის ლიტერატურულ ქმნილებებს. მის საყვარელ წიგნს ლეგენდად ქცეული მაძებრის (ლიტერატურული გმირის) – შერლოკ ჰოლმსის ისტორია წარმოადგენდა. თავისი კუმირი მწერლის – სერ ართურ კონან დოილის მიერ შეთხზული ქმნილებები აბდულჰამიდმა პირად მწერალს ათარგმნინა და დიდ დროს უთმობდა მათ კითხვას. როდესაც ართურ კონან დოილი მეუღლესთან ერთად ეწვია ოსმალეთის იმპერიას, მისდამი ღრმა პატიცისცემის ნიშნად, სულთანმა შერლოკ ჰოლმსის ავტორს, თავისი კამერდინერის ხელით გადასცა – „მეჯიდიეს ორდენი”. ჯილდო, რომლითაც ოსმალეთის იმპერიაში ყველაზე დიდი მიღწევების მქონე ადამიანებს აჯილდოვებდნენ.
აბდულჰამიდის დედა – თირიმიუჟგან კადინ ეფენდი, ჩერქეზი ქალი იყო. იგი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც პრინცი სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, დედის განუზომელ სიყვარულს აბდულჰამიდი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ის კი არა და, სულთანი ჭამის დროს ყოველთვის იმ მოოქროვილ დანა-ჩანგალს იყენებდა, რომელიც ოდესღაც მას დედამ აჩუქა. – (ავტორი გენია.ჯი)