ბერტოლდ ბრეხტი – „ეპიზოდი”

ერიხ მარია რემარკის, ჰაინრიხ მანისა და კარლ მარქსის წიგნებთან ერთად, 1933 წელს ნიურნბერგში, სპეციალურად მოწყობილ აუტოდაფეზე გერმანელმა ნაციონალ-სოციალისტებმა დაწვეს გენიალური გერმანელი დრამატურგისა და პროზაიკოსის – ბერტოლდ ბრეხტის დიდებული ნაწარმოებები. 1935 წელს გერმანიის ხელისუფლებამ სახელოვან თანამემამულეს „ანტირეჟიმული” ლიტერატურული ქმნილებების გამოქვეყნების გამო – გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვა და იგი იძულებული გახადა სამშობლოდან უცხოეთში გადახვეწილიყო. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გერმანია არ ყოფილა ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც გერმანელი გენიოსი გააძევა ქვეყნიდან: დანიაში დამკვიდრებული დრამატურგი 1939 წელს თვით დანიის სამეფოს მეფემ კრისტიან მეათემ გააძევა თავისი ქვეყნიდან „ანტისაომარი” პროპაგანდის გამო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1947 წელს, ბერტოლდი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა-კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დამკვიდრებას, მან, საბჭოთა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფ  გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაში დამკვიდრება არჩია.

სიკვდილის სარეცელზე მყოფმა ბრეხტმა ანდერძად დაიბარა, არავის წარმოეთქვა „უკანასკნელი (გამოსამშვიდობებელი) სიტყვა” მისი დაკრძალვის დღეს. ბერტოლდის დაკრძალვა მისივე ნებით, ძალიან მოკრძალებული უნდა ყოფილიყო. დიდებული გერმანელი დრამატურგის საფლავის ქვაზე არ არის განთავსებული ბრეხტის პორტრეტი. მასზე არც დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებია დატანილი და არც სხვა რაიმე სახის რეგალიები. ამ უბრალო, რუხი ფერის მქონე ქვაზე მხოლოდ მისი სახელია აღბეჭდილი. ბერტოლდ ბრეხტის საფლავის ქვა ისეთივე უბრალოა, როგორც თავად იყო ცხოვრებაში. – (ავტორი გენია.ჯი)

ბერტოლდ ბრეხტისა და მისი მეუღლის საფლავები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>