ეკატერინე II – „ეპიზოდი”
რუსეთის „საყოველთაოდ ცნობილი” იმპერატორი – ეკატერინე II დიდი (1729-1796 წლები), თავგადაკლული „კოფემანი” იყო. მისი ყოველი დილა ორი ფინჯანი ნალექიანი ყავის დალევით იწყებოდა. ნიშნადობლივია ის გარემოება, რომ თითოეულ ფინჯანში რუსეთის მბრძანებელი ქალი, საშუალოდ, სამიდან ხუთ პატარა კოვზამდე ყავას ყრიდა, რაც მის დალევას ძალიან ართულებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, არა ეკატერინესათვის. დილით გამართული ყავის ცერემონიიდან მონარჩენი ყავის ნალექით ხშირად სარგებლობდნენ იმპერატორის მსახურები. ისინი ორი-სამჯერ კიდევ ხარშავდნენ მას და ერთობ არომატულ და სურნელოვან სასმელსაც იღებდნენ.
იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში ყავის დალევის პრივილეგიით ძირითადად მამაკაცები სარგებლობდნენ. შესაბამისად, ისინი რეგულარულად სარგებლობდნენ ამ შესანიშნავი სასმელით და ზოგადად რომ ვთქვათ, ყავა XVIII საუკუნის რუსეთში – „მამაკაცთა სასმელად” იყო მიჩნეული. ყავის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით, ეკატერინე II ხაზს უსვავდა იმ გარემოებას, რომ იგი არც ერთ მამაკაცზე ნაკლები არ იყო არაფრით. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ერთხელ იმპერატორის სტას-მდივანს – სერგეი კოზმინს იმპერატორმა ქალმა სპეციალურად მისთვის მოდუღებული ყავის გასინჯვის უფლება დართო. და როდესაც კოზმინს იგი დაულევია, იმდენად აჩქარებულა მისი გულისცემა, რომ ექიმის მოყვანაც კი გამხდარა საჭირო. – (ავტორი გენია.ჯი)