იცით თუ არა, რომ?!
1. პირველი ნამდვილი საზოგადოებრივი ზოოპარკი გახსნილი იქნა პარიზში – 1793 წელს. მისი სახელწოდება გახლდათ – „ჟარდინ დე პლანტე” და იგი შედგებოდა როგორც ზოოპარკის განყოფილებისაგან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და მუზეუმისაგანაც. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. კატას – 30, ძაღლს – 42, ზღარბს – 46, ხოლო ნიანგს – 60 კბილი აქვს.
* * *
3. იოჰან ვოლფგან ფონ გოეთე იმდენად აღტაცებული გახლდათ რიხარდ ვაგნერის მშობლიური ქალაქით – ლაიფციგით, რომ მას „პატარა პარიზი” უწოდა.
* * *
4. ისლანდიელთა ეროვნულ კერძს – „ჰაუკარლი” წარმოადგენს. იგი სხვა არაფერია, თუ არა – შებოლილი ზვიგენის ხორცი.
* * *
5. ბატები – ადამიანებმა პირველად ძველ ეგვიპტეში მოაშინაურეს ჯერ კიდევ 4 000 წლის წინათ. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – 25 წელიწადია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საყოველთაოდ ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი – პაბლო ესკობარი, ფულის (კუპიურების) შესაკრავი სპეციალური რეზინის შესაძენად, ყოველკვირეულად – 2 500 ამერიკულ დოლარს ხარჯავდა.
* * *
7. შესაძლოა გაიკვირვოთ, თუმცა რეალური ფაქტია, რომ აფრიკის კონტინენტზე განთავსებულ – ნიგერის რესპუბლიკაში, ქორწინებაში მყოფი ქალების უმეტესობა საშუალოდ 7 შვილს შობს. თავის მხრივ, ეს მსოფლიო რეკორდი კი გახლავთ შობადობის მხრივ, თუმცა ბავშვთა სიკვდილიანობა იმავე ქვეყანაში იმდენად მაღალია, რომ შობადობა ბევრით არაფრით უსწრებს წინ სიკვდილიანობას.
* * *
8. სტატისტიკოსების მონაცემების თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დაახლოებით, 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გამოქვაბულებში უსახლკარობის გამო.
* * *
9. ბუნებაში სულ 300-მდე სახეობის მტრედია გავრცელებული.
* * *
10. გენიალური ინდიელი ნობელიანტი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – რაბინდრანათ თაგორი, ერთობ თავმდაბალი კაცი იყო და მიუხედავად უდიდესი დამსახურებისა ინდოელი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, მაინც წუხდა – „ძალიან ცოტა რამ გავაკეთე მათთვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)