ლოზანა – „ეპიზოდი”
საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS);
გოლფის საერთაშორისო ფედერაცია (IGF);
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია (FIG);
ბეისბოლის საერთაშორისო ფედერაცია (IBAF);
ხოკეის საერთაშორისო ფედერაცია (FIH);
საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FEI);
ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIE);
ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (FINA);
მაგიდის ტენისის საერთაშორისო ფედერაცია (ITTF);
ტრიატლონისტების საერთაშორისო კავშირი (ITU);
სტუდენტური სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FISU);
ფრენბურთის საერთაშორისო ფედარცია (FIVB);
„უშუ”-ს საერთაშორისო ფედერაცია (IWUF);
საჰაერო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FAI);
მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (FITA);
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU);
მსუბუქი ტანვარჯიშის ევროპის ასოციაცია (EAA);
და ყველაზე მთავარი – „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი”.
ყველა ამ მრავალრიცხოვანი ფედერაციის შტაბბინა განთავსებულია ერთადერთ შვეიცარიულ ქალაქში (არ დავივიწყოთ მასში არსებული „ოლიმპიური მუზეუმიც”). ქალაქში, რომელსაც „შვეიცარიის ყველაზე სპორტულ ქალაქად” მოიხსენიებენ თანამედროვეები. ქალაქში, რომელიც ჟენევის უმშვენიერესი ტბის სანაპიროებზეა განფენილი… ქალაქში, რომლის მოსახლეობის 40 პროცენტი – ემიგრანტებისაგან შედგება… ქალაქ – ლოზანაში, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში იქნა დაარსებული „ლუზონა”-ს სახელწოდებით.
ლოზანა შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფებლოვანი წევრი 1809 წელს გახდა. დროთა განმავლობაში იგი ჩამოყალიბდა არა მხოლოდ მსოფლიო სპორტის ცენტრად, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ, ინტელექტუალურ, სამეცნიერო და ტურისტულ ცენტრადაც. ზემოაღნიშნული გარემოებების ფონზე, საკვირველია, რომ „მსოფლიოს ოლიმპიურ დედაქალაქად” წოდებულ ლოზანაში არასოდეს არ ჩატარებულდა ოლიმპიური თამაშები. ქალაქმა, სადაც სამარადჟამოდ განისვენა კოკო შანელმა, ერთადერთხელ შეიტანა განაცხადი 1994 წელს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და იმ ერთადერთხელაც – უარი ეთქვა ესოდენ საპატიო მისიის შესრულებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)