კარლოს I დიდი – „ეპიზოდი”

საღვთო რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორის - კარლოს I დიდის (742-814 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებოდნენ, რომ დასავლეთის იმპერიის განმაახლებელ ფრანკ მბრძანებელს სხვადასხვა სახეობის მქონე საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე გამორჩეულად – ყველი უყვარდაო. (ავტორი გენია.ჯი) მათივე ცნობების თანახმად ირკვევა, რომ მონარქს განსაკუთრებით იზიდავდა „ბრაის” სახეობის ყველი. გემოვნებას კარლოს დიდს მართლაც რომ ვერ დავუწუნებთ, რადგან, გარდა იმისა, რომ „ბრაი” ერთ-ერთი უძველესი სახეობის ყველია საფრანგეთში, იგი ასევე ერთობ სახელდაგდებული და პოპულარული სახეობის ყველიცაა მთელ ქვეყანაში. კარლოსი დიდი რაოდენობით მიირთმევდა მას და მეფისათვის თითქმის არ არსებობდა ისეთი ტრაპეზი, რომელზედაც „ბრაი” ბლომად არ იქნებოდა წარმოდგენილი. ამბობენ იმასაც, რომ „ბრაი” ყოველთვის „სამეფო ყველი” იყოო. ამას ადასტურებს ისიც, რომ მისით თავის დროზე აღფრთოვანებას ვერ მალავდა საფრანგეთის მეფე – ფილიპ II ოგიუსტი, დედოფალი მარგარიტა დე ვალუა, – იგივე – დედოფალი მარგო და საფრანგეთის მეფე – ანრი IV დე ბურბონი. ნიშანდობლივია, რომ ძროხის რძისაგან დამზადებული „ბრაი”-ს სახეობის ყველი ვარგისია მისი დამზადებიდან მხოლოდ სულ რაღაც 84 დღის, 4 საათისა და 23 წუთის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდგომ მისი ჭამა რეკომენდირებული არ არის, რადგან შესაძლოა ადამიანი მოწამლოს. ფრანგ ხალხში „ბრაი”-ს სახეობის ყველის მიმართ იმდენად კარგი წარმოდგენა სუფევს, რომ მას სიყვარულით – „ყველთა დედოფალი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

„ბრაი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>