აკაკი შანიძე – „ეპიზოდი”
1949 წლის ერთ მშვენიერ დღეს, „სახელგამში”, იგივე – „სახელმწიფო გამომცემლობაში” მყოფი „ქართული პოეზიის მეუფე” – გალაკტიონ ტაბიძე გენიალურ ქართველ ენათმეცნიერსა და რუსთველოლოგს – აკაკი შანიძეს შეხვდა. (ავტორი გენია.ჯი) გალაკტიონმა და აკაკიმ გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი, და ის იყო უნდა გამომშვიდობებოდნენ ერთმანეთს, რომ დიდმა პოეტმა დიდ მეცნიერს VIII კლასის ლიტერატურის სახელმძღვანელო უჩვენა და შესჩივლა;
„ – აი, ლიტერატურის სახელმძღვანელო VIII კლასისათვის. სხვადასხვა პოეტების ათ-ათი ლექსია შიგ და ჩემი კი მხოლოდ ერთი”.
- ეგ სრულებით არაფერს ნიშნავს. ერთხელ ერეკლე მეფე გლეხის ოჯახში მოხვდა. ამ გლეხს ათი ვაჟი ჰყავდა. ერეკლემ მსაპინძელს უთხრა, რა ბედნიერი ხარ, რომ ათი შვილი გყავსო. მასპინძელმა კი თავის მხრივ, ამოოხვრით უპასუხა: – ეჰ, დიდო ბატონო, ნეტავი ერთი შვილი მყავდეს და თქვენისთანაო”… – ამ სიტყვების თანხლებით გაამხნევა დასევდიანებული გალაკტიონი სახელოვანმა ქართველმა მეცნიერმა. – (ავტორი გენია.ჯი)