ძველი რომი – „ეპიზოდი”
„მარადიულ ქალაქად” წოდებულ ანტიკური ხანის რომში არსებულ საზოგადოებრივ თუ კერძო საპირფარეშოებს – „ლატრინები” ეწოდებოდათ. თითოეული ძველ რომაული საპირფარეშო ისეთი სახის სამშენებლო მასალით იყო ნაშენები და მოპირკეთებული, როგორი საშულებაც მის მფლობელს გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს ძვირადღირებული სამშენებლო მასალისაგან ნაგები „ლატრინები” ჰქონდათ, ხოლო დაბალი სოციალური ფენის მქონე ღარიბ ადამიანებს კი ხისაგან ნაშენები და ხის მასალისგანვე მოპირკეთებული „ლატრინები”. აქ საკვირველი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად უჩვეულო გარემოება. კერძოდ: როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, მდიდარი და გავლენიანი რომაელი მოქალაქეები იმ პერიოდში არასოდეს უჩიოდნენ მონებისა და მოსამსახურეების ნაკლებობას. თუმცა, განსაკუთრებით მდიდარი და განსაკუთრებული გავლენის მქონე „მარადიული ქალაქის” მკვიდრების დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ ისეთი ფუნქციის მატარებელი მონა-მოსამსახურეებიც, რომელთა დანიშნულებასაც წარმოადგენდა „ლატრინაში” არსებული მარმარილოთი თუ სხვა ძვირფასი სამშენებლო ქვით მოპირკეთებულ უნიტაზებზე დაჯდომა გარკვეული ხნის განმავლობაში, რათა ამ გზით გაეთბოთ ისინი. ისინი მეპატრონეების შესვლამდე (წინასწარ) შედიოდნენ საპირფარეშოებში და იმისათვის, რომ თავიანთ ბატონებს დისკომფორტი არ შეჰქმნოდათ მოსაქმების დროს ცივი უნიტაზის გამოისობით, საკუთარი საჯდომებით უთბობდნენ საპირფარეშოს ამ უცილობელ ატრიბუტებს მათ. ასეთი უჩვეულო სახის მომსახურებით მდიდარი რომაელები ძირითადად ზამთრის ცივ დღეებში სარგებლობდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)