ნილს ბორი – „ეპიზოდი”
„დაე, ატომი იყოს – მუშა და არა ჯარისკაციო”. – აცხადებდა თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი გენიალური დანიელი ფუძემდებელი – ნილს ჰენდრიკ დავიდ ბორი (1885-1962 წლები). ფაშიზმის უკიდურესად მოძულე მეცნიერი არაერთხელ დამდგარა ენობრივი პრობლემების წინაშე. სწორედ ენობრივი ბარიერი იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტში არ შესდგა თანამშრომლობა მასსა და დიდ ინგლისელ ნობელიანტ პროფესორს – ჯონ ტომსონს შორის. (ავტორი გენია.ჯი) ტომსონმა ერნესტ რეზერფორდისაგან განსხვავებით, დანიელი ფიზიკოსი თავის დროზე, ინგლისური ენის სათანადოდ არ ცოდნის გამოისობით დაიწუნა.
შედეგად, ნილს ბორმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად – ინგლისური ენის სათანადოდ შესწავლა დაისახა. იგი დიდი ენთუზიაზმით ჩაება ამ საკითხში და ინგლისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ორიგინალში დაიწყო ჩარლზ დიკენსის მიერ დაწერილი შესანიშნავი რომანის – „დავიდ კოპელფილდი”-ს წაკითხვა. იმისათვის რომ, ფიზიკოსს ორიგინალში შესატყვისად წაეკითხა ინგლისელი მწერლის ნაწარმოები, სპეციალურად შეისყიდა წითელ გარეკანში ჩასმული ლექსიკონი. იგი კითხვის დროს საგულდაგულოდ ეძებდა ლექსიკონში ყოველ იმ სიტყვას, რომელსაც ვერ თარგმნიდა. აღნიშნული ლექსიკონი იმდენად ფასეული ნივთი გახდა დროთა განმავლობაში მეცნიერისათვის, რომ იგი მის ერთ-ერთ თანმდევ ატრიბუტათაც იქცა.
საბოლოო ჯამში, ბორი შესანიშნავად დაეუფლა ინგლისური ენის ნიუანსებს, მაგრამ უცხო ენაზე იგი მაინც დანიური აქცენტით ლაპარაკობდა. – (ავტორი გენია.ჯი)