რა ასწავლა რუპერტ პფალცელმა თავის პუდელს?
„სატანა ნიღაბში”. – ასე მოიხსენიებდნენ პროტესტანტების დაუძინებელ მტერს, ინგლისელი როიალისტების ლიდერს, კამბერლენდელ ჰერცოგს – რუპერტ პფალცელს (1619-1682 წლები) მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) კაცთმოძულე „კავალერების” ყოჩს, რომლისაც ნისლიან ალბიონზე თითქმის ყველას შავი დღესავით ეშინოდა, განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა მის საკუთრებაში არსებული თეთრი ფერის „პუდელის” სახეობის დიდი ძაღლის, სახელად – „ბოი”-ს მიმართ. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ სასტიკ, თუმცა უშიშარ და მამაც ჰერცოგს ბრძოლების ჟამს ყოველთვის თან ახლდა თავისი ოთხფეხა მეგობარი.
ამბობენ იმასაც, რომ იგი არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გონიერებითაც გამოირჩეოდაო და ამის დასტურად ერთი ფრიად საინტერესო ფაქტი მოჰყავთ: როგორც ჩანს, რუპერტმა თავის დროზე ბოის ძალიან ბევრი რამ შეასწავლა. მათ შორის შეუსწავლია ისიც, რომ, ყოველ ჯერზე, როდესაც რუპერტი თავისი დაუძინებელი მტრის, პროტესტანტების ერთ-ერთი ლიდერის – პიმის სახელს ახსენებდა, ძაღლს თათი მაღლა აეწეია და მოესაქმა.
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ბოიე 1644 წელს იქნა მოკლული ვერცხლის ტყვიით მარსტონ-მურის ბრძოლის ჟამს. ბრძოლის ჟამს, რომელშიაც იგი არასოდეს ტოვებდა მარტო „პროტესტანტების რისხვად” წოდებულ პატრონს. – (ავტორი გენია.ჯი)
რუპერტ პფალცელი