ლევან გოთუა წერდა…
„შენი ერი თუ უბედურია, შენ კი ბედნიერი – სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უგუნურობისა და გათიშულობის გზაზე ცოცხლად მობოგინეთ, გარიგების გზაზე მკვდარი და ვერმოსული გვწამდეს და გვერჩიოს!”
* * *
„სიტყვაზე ძლიერი ყოფილა უტყვი მუდარა!..”
* * *
„ზოგს მხოლოდ ახალგაზრდობის ხვედრი და კუთვნილი ჰგონია ოცნება… ნამდვილი ოცნება კი სიბერეშია… აზრიანი საფუძვლიანი ოცნება!”
* * *
„არავინ არ ჰკარგავს თავის სახეს ისე, როგორც სამშობლოდან ბოროტ ზრახვით გადახვეწილი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, ნეტავ სიკვდილსაც ჰყავდეს დედ-მამა და სხვა სიკვდილმა ჩამოუქროლოს, სიმწრის ცრემლი აგემოს, იქნებ საქციელიც გამოიცვალოს!”
* * *
„ერთდროულად ცემა და მოფერება უფრო მეტს აღწევს, ვიდრე მარტო ცემა ან მარტო მოფერება!..”
* * *
„სიკეთე თუნდაც მოძველებული და დრომოჭმული, ახალ სიგლახეს მაინც სჯობს!..”
* * *
„ცხოვრება ცალ-ცალკე შეიძლება, მაგრამ საერთო მტერს – ერთად უნდა ებრძოდეს ერი”.
* * *
„ღმერთო ჩემო – რა ამოუწურავი სიკეთეა – საქართველო!..” – (ავტორი გენია.ჯი)