ერვინ შრედინგერი – „ეპიზოდი”
კვანტური მექანიკის ერთ-ერთი გენიალური ფუძემდებლისა და ნობელიანტი ავსტრიელი ფიზიკოს-თეორიტიკოსის – ერვინ შრედინგერის (1887-1961 წლები) ავტორიტეტი სამშობლოში არანაკლები დიდებით სარგებლოს, ვიდრე მოცარტისა და ზიგმუნდ ფროიდის ავტორიტეტებია. მის ხსოვნას ავსტრიაში იმდენად დიდი პატივიც კი დასდეს, რომ, სანამ ქვეყანაში „ევრო” მიმოქცევაში შევიდოდა, მისი პორტრეტი დატანილი იყო 1 000 ავსტრიული შილინგის ფულად ნომინალზე. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება, რომ ესოდენ წარმატებული მეცნიერი უკიდურესი ამორალურობით გამორჩეული მექალთანე გახლდათ. „ცუდი მეოჯახე” – ასე მოიხსენიებდნენ ერვინს მისი თანამედროვეები. მიუხედავად შრედინგერის კულტურულ გარემოში აღზრდისა, იგი მაინც არღვევდა ოჯახში შესწავლილ მკაცრ მორალურ და ზნეობრივ პრინციპებს. არღვევდა და მერე როგორ ამორალურად… ანამარია ბრეტელზე დაქორწინებული ერვინი მრავალრიცხოვანი საყვარლებით იქცევდა თავს და რამდენიმე უკანონო შვილიც ჰყავდა. ყოველივე ამაზე კი ანამარია თვალს ხუჭავდა, რადგან თავადაც არ აკლებდა ხელს – „თავისუფალი ცხოვრებით” ტკბობას. ყველაზე ამაზრზენი და ამორალური შრედინგერის პიროვნულ თვისებებში იყო ის, რომ თავის საყვარლებად იგი სწორედ იმ ქალებს აქცევდა, რომელთა ქმრებთანაც მას ან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ან კიდევ კოლეგიალურობა. აქვე, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ერვინმა 1925 და 1930 წლებში სექსუალური ურთიერთობა დაამყარა ორ არასრულწლოვან გოგონასთან, რამაც იგი დიდ სკანდალში გახვია.
მიუხედავად ყოველივე ამისა, ექვსი ენის მცოდნე ერვინის გონებრივი შესაძლებლობები და მიღწევები მეცნიერებაში იმდენად მაღალი იყო, 1956 წელს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიამ დაარსა ერვინ შრედინგერის სახელობის პრემია, რომლის პირველი ლაურეატიც თავად გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)