აბას I – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, „ირანის ლომად” წოდებული საქართველოს დაუძინებელი მტერი და სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი ირანის სამეფო ტახტზე – აბას I დიდი (1571-1629 წლები), სხვა ქვეყანათა ასაოხრებლად მოწყობილ ლაშქრობებში პირადადაც მონაწილეობდა ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) როგორც შაჰის ბიოგრაფები გადმოგვცემენ, მიზანთროპ და ძაღლთაპირ აბასს განსაკუთრებით უყვარდა თურმე, დაპყრობილ ქალაქებში არსებულ ფუფუნებით აღსავსე სასახლეებში დროებითი დაბინავება და დასვენება. „მას საოცრად უყვარდა ნაალაფარ სასახლეში ყოფნა, ვისიც არ უნდა ყოფილიყო იგი წინათო”. – აკი გვაუწყებენ კიდეც ძველი ისტორიული წყაროები.
მაშინ, როდესაც შაჰ-აბასის ლაშქარმა აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანის ადმინისტრაციული ცენტრი – თავრიზი აიღო, „ირანის ლომმა” ქალაქის ნაფაშარის ძვირფას სასახლეში დაიდო ბინა. როდესაც მბრძანებელი თავრიზის ფაშის სასახლეში პირველად შევიდა, ნანახმა ფუფუნებამ აღაფრთოვანა. ბოლოს, ძვირფას სავარძელში ღრმად „ჩასვენებულმა” აბასმა კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები და თანმხლებ სარდლებს ერთმნიშვნელოვნად მიუგო: „ – სხვისი რომ ჩემი ხდება – ეს დასვენებისა და ლაღობის დროს უფრო იგრძნობა. ომში გამარჯვება – მადლია, ეს კი – მარილიო”. – (ავტორი გენია.ჯი)