„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მოსვენებული ადამიანი, მხოლოდ გასვენებული ადამიანია!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გზის შინაარსი ხშირად აძლევს მანძილს ახლოობისა და სიშორის გრძნობას!..”

* * *

„მოუცლელობა მოუსვლელობის საპატიო მიზეზია!”

* * *

„სიკვდილი კი არა, უსამშობლო სიკვდილი მაშინებს და რა ვქნა?”

* * *

„შინ, ურთიერთს რომ ვუთმობდეთ იმდენს, რამდენსაც მტერსა და არამტერს ვუთმობთ – მტრის დასათმობი სწორედ არა გვექნებოდა რა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეჰ, თავისი დრო და ჟამი აბა რომელ გონიერ თაობას მოსწონებია…”

* * *

„განწირული კაცის დიდი მაშველია – მცირე იმედიც…

* * *

„უბედური ის კი არ ყოფილა, ვისაც ბედი არასოდეს არა ჰქონია, არამედ ის – ვისაც ჰქონდა და აღარ აქვს!”

* * *

„ერის უკუღმართი ბედი მის ნანგრევებში უფრო იკითხება, ვიდრე გადარჩენილ ძეგლებში!..”

* * *

„ადამიანს უმჯობესი მეხსიერება რომ ჰქონდეს, ნაკლებ ბოროტებას ჩაიდენდა თითოეული ჩვენგანი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>