ანდრე მორუა – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ლიტერატურული ბიოგრაფიის ჟანრის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი – ემილ სალომონ ვილჰელმ ერზოგი (1885-1967 წლები), იგივე – ანდრე მორუა, ქვეყნიერებას მდიდარი მეწარმეების ოჯახში მოევლინა (მორუას წინაპრებმა თავიანთი ძველი სარწმუნოება – იუდაიზმი უარყვეს და კათოლიკეებად მოინათლეს). ერზოგების ოჯახის საკუთრებაში იმყოფებოდა ელზასში განთავსებული ტექსტილის ფაბრიკა, რომელსაც ანდრეს ბაბუა ხელმძღვანელობდა. იგი იმდენად წარმატებული საწარმო აღმოჩნდა, რომ სახელოვანი მწერლის ბაბუა საფრანგეთის ხელისუფლებამ – ეროვნული მრეწველობის გადარჩენაში შეტანილი წვლილისათვის, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – „საფრანგეთის საპატიო ლეგიონის” ორდენით დააჯილდოვა. აღნიშნული საწარმოს ადმინისტრაციაში თავად მორუასაც მოუხდა მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)