დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
„ერთ-ერთ გენიალურ ინგლისელ მეცნიერსა და სწავლულს” – ბავშვობიდანვე განსაკუთრებით უყვარდა ძმები გრიმების მიერ დაწერილი გერმანული ზღაპარი – „ფიფქიას” შესახებ. მიუხედავად ასაკის მატებისა და უდიდესი მეცნიერული მიღწევებისა, ამ უდიდეს ინტელექტუალს ზემოაღნიშნული ზღაპრის მიმართ თავისი განუზომელი სიყვარული მაინც არ განელებია. ძმები გრიმების ზრაპარში „მას” ყველაზე მეტად ის სიუჟეტი აღაშფოთებდა, სადაც მოწამლული ვაშლის დაგემოვნების შედეგად ძირს ეცემა მკვდარი ფიფქია.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მყოფმა სწავლულმა უკიდურეს სასოწარკვეთილებასა და დეპრესიას ვერ გაუძლო და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. საინტერესოა ის გარემოება, რომ „მან” თავისი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟის – „ფიფქიას” მსგავსად, მოწამლული ვაშლი შეჭამა და ასე გამოეთხოვა წუთისოფელს. თუმცა იმავე „ფიფქიასაგან” განსახვავებით, რომელსაც მოწამლული ვაშლი მოტყუებით აჭამეს, „მისთვის” მოწამლული ვაშლი არავის შეუტყუებია დასაგემოვნებლად, რადგან ყველაფერი თავად, შეგნებულად განსაზღვრა. დაასახელეთ, რომელმა სახელოვანმა „ინგლისელმა მეცნიერმა” მოისწრაფა სიცოცხლე მოწამლული ვაშლის ჭამის შედეგად?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * * * * * * *
პასუხი: ალან ტიურინგი