მუამარ კადაფი – „ეპიზოდი”
„რატომ მიიჩქარით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა იტანჯება დროის ცვალებადობით? შეხედეთ, საკუთარ თავს – თქვენ, ყველანი საშინლად გადაიღალეთ ხანგრძლივი ფრენით ატლანტის ოკეანის თავზე. აუცილებელია, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” ახალი შტაბ-ბინისათვის მოიძებნოს სხვა ისეთი ქვეყანა, სადაც ჩასული ადამიანები, რომლებიც „გაერო”-ს სხდომებს უნდა დაესწრონ, არ იყვნენ ისეთივე გადაღლილები, როგორადაც თქვენ გამოიყურებით ახლა… რატომ მიიჩქარით ამერიკის შეერთებულ შატებში? ის რა – ვატიკანია, იერუსალიმია თუ მექა?” – ეს არის ამონარიდი ლიბიის დიქტატორის - მუამარ კადაფის უკანასკნელი გამოსვლიდან „გაეროში”. 2009 წლის სექტემბრის თვეში ლიბიელმა ლიდერმა „გაერო”-ს შტაბ-ბინის გადატანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან (ქალაქ ნიუ-იორკიდან) სხვა ქვეყანაში მოითხოვა. რეგლამენტის თანახმად, მუამარს 15 წუთიანი სიტყვა უნდა წარმოეთქვა მსოფლიოში ყველაზე მაღალი („გაერო”-ს) ტრიბუნიდან, თუმცა მისთვის ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. იგი თითქმის ორსაათიანი სიტყვით წარსდგა აუდიტორიის წინაშე და გარდა აღნიშნული საკითხისა, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სხვა უამრავ პრობლემატიკურ საკითხსაც შეეხო. – (ავტორი გენია.ჯი)