ჯეიმზ უისლერი – „ეპიზოდი”
ერთხელ საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ ფერმწერს - ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერს (1834-1903 წლები), რომელიც თავისი პირდაპირობით და ხშირ შემთხვევაში, უკიდურესი ცინიზმითაც იყო გამორჩეული, საკუთარ შემოქმედებაზე დიდი წარმოდგენის მქონე ერთობ ამპარტავანი მხატვარი ეწვია სახელოსნოში. (ავტორი გენია.ჯი) სტუმარმა მასპინძელს ამაყად წარუდგინა ახლად შექმნილი თავისი ტილო და ჰკითხა, თუ რომელი დაწესებულებისათვის იქნებოდა იგი შესაფერისი. ჯეიმზმა თვალი შეავლო სურათს და უმალ შეეტყო, რომ მასზე დადებითი წარმოდგენა არ შექმნია. მან სრულიად დაივიწყა სტუმარ-მასპინძლობის დალოცვილი წესი და ამპარტავან მხატვარს საპასუხოდ მიუგო: „ – კეთილშობილო ადამიანო, თქვენ მეკითხებით, თუ, რომელი დაწესებულებისთვის არის იგი შესაფერისი. მე კი, ჩემის მხრივ, პირდაპირ გეტყვით: უსინათლოთა თავშესაფრისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)