არჩილ სულაკაური წერდა…
„არ შემიძლია, პირველი გაცნობისთანავე ადამიანს მხარზე მოვუტყაპუნო ხელი და იქვე მეგობრული ურთიერთობა დავამყარო; არ შემიძლია, პური ურიგოდ ავიღო, ქუჩა გადავჭრა იქ, სადაც გადასასვლელი არ არის, ტრამვაიში წინა ბაქნიდან ავიდე; არ შემიძლია კაცს ვუთხრა, – მოვალ-მეთქი და არ მივიდე… ათასი რამ არ შემიძლია და სხვებს რომ ვაკვირდები, მაწუხებს ჩემი თავი, ჩემი ხასიათი და ბუნება… ისე კი უკეთესი იქნებოდა, ისიც მცოდნოდა, რისი გაკეთება შემეძლო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ მომწონს ისეთი კაცი, ვისაც ვითომ არაფერი უკვირს და აოცებს”.
* * *
„გული სხვანაირი ყოფილა თურმე, ბოლომდე რაღაცის იმედი აქვს, ბოლომდე არ სჯერა ანდა არ უნდა დაიჯეროს უბედურება”.
* * *
„ცალკე წიგნი, რა ღირებულებისაც უნდა იყოს იგი, მხოლოდ წიგნია, ერთად თავმოყრილი კი განძია”.
* * *
„მე ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ… მე მგონი, ამაში ცუდი არაფერია…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ჩემს თავს არ ვაკუთვნებ რიცხვს იმ ადამიანებისა, რომლებსაც ქვეყანა ჩალით დახურული ჰგონიათ”.
* * *
„რა მიყვარს ყველაზე უფრო? არც ეგ არ ვიცი. მე საერთოდ ბევრი რამე არ ვიცი… ასეთი რამ არასოდეს მიკითხავს ჩემი თავისთვის… რა მიყვარს ყველაზე უფრო? არ ვიცი, არც ის ვიცი, რა მეჯავრება ყველაზე უფრო. მე მგონია, ვინც ეს იცის, ყველაზე ბედნიერი კაცია ქვეყანაზე”.
* * *
„იქნებ ის რაღაც, რაც მარტივად არის მოწყობილი, არც არის ცხოვრება… ნამდვილი ცხოვრება მერმე იწყება, როცა მას ართულებენ. შეიძლება ასეა… შეიძლება არც არის ასე…”
* * *
„ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის ვატყუებდით, ვატყუებთ და მოვატყუებთ კიდევ!.. შევეჩვიეთ ასეთ ცხოვრებას, ჩვენივე ტყუილი უკვე სიმართლედ გვეჩვენება და ჩვენს თავს შინაგანად აღარ ვამოწმებთ… არ გვინდა, დაგვიჩლუნგდა ამის მოთხოვნილება; გადავეჩვიეთ, ანდა ამისათვის აღარ გვცალია…”
* * *
„მე ჩემი გზით მივდივარ”. – (ავტორი გენია.ჯი)