სამუილ მარშაკი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე „სტალინური პრემიის” ლაურეატი საბჭოთა პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი – სამუილ მარშაკი (1887-1964 წლები), იმდენად დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდა ქვეყანაში, რომ სხვა პრივილეგიებთან ერთად, მას სახელმწიფო ავტომობილიც კი ემსახურებოდა პირადი მძღოლის ჩათვლით. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ, მგზავრობისას, ავტომობილმა კურსკის სადგურს ჩაუარა, რა დროსაც მარშაკმა მძღოლს უთხრა, რომ სიკვდილის (თვითმკვლელობის) წინ სწორედ აქ ჩაიარა ანა კარენინამო. მძღოლმა, რომლის სახელით ათანასე იყო, სამუელს ალალად განუცხადა, რომ კარენინას შესახებ მანამდე არაფერი არ სმენოდა. ამ გარემოებამ მარშაკი არა მხოლოდ გააოცა, არამედ ძალიან გააბრაზა კიდეც. „ – მე მანამ არ ვიმგზავრებ თქვენთან ერთად ავტომობილით, სანამ არ წაიკითხავთ ლევ ტოლსტოის შეედევრ-რომანს – „ანა კარენინა”. – განუცხადა სამუელმა ათანასეს, რომელსაც იმავდროულად ავტომობილი გააჩერებინა და ფეხით განაგრძო სვლა. იმის შიშით, რომ სამსახური არ დაეკარგა, ათანასემ არა მხოლოდ „ანა კარენინა” წაიკითხა საგულდაგულოდ, არამედ ტოლსტოის სხვა ნაწარმოებებსაც გადაავლო თვალი. შედეგად, ათანასე სამსახურის დაკარგვას გადაურჩა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სამუილ მარშაკს შოტლანდიის საპატიო მოქალაქის წოდება ჰქონდა მინიჭებული. ეგზომ დიდი პატივი მას იმის გამო დასდეს, რომ სწორედ მან თარგმნა ყველაზე უკეთ რუსულ ენაზე გენიალური შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერნსის შემოქმედება, რითაც თავის მხრივ, განუზომელი წვლილი დაიდო მის პოპულარიზაციაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით. და როდესაც მარშაკი გარდაიცვალა, მისი ხსოვნის საპატივცემულოდ, შოტლანდიიდან სპეციალურად იქნა მოსკოვში გაგზავნილი კალუნას სახეობის ყვავილებისაგან დამზადებული უზარმაზარი გვირგვინი.